Thursday, December 15, 2016

დავით ბიბილეიშვილის ბლოგი


ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები 


თანამედროვე ქართულ ლიტერატურის ერთ-ერთი სახელგანთქმული მწერალი, აკა მორჩილაძე, საკუთარ ნაწარმოებში "ფალიაშვილი ქუჩის ძაღლები" აღწერს პოსტ-საბჭოთა საქართველოს, 90-იანი წლების მძიმე ვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მის საზოგადოებაზე გავლენას აღგვიწერს. მოთხრობა ორ სხვადასხვა სიუჟეტს მოიცავს, რომლებიც დასასრულს მოულოდნელად კვეთენ ერთმანეთს. ორივე ამბავში ნათლად იკვეთება, როგორ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მწვავე პოლიტიკური თ ეკონომიკური ვითარება საზოგადოების აზროვნებასა და ფსიქიკაზე. ნაწარმოებში აღწერილი ადამიანთა ცხოვრება სრულიად უაზროა, მათ არანაირი დანიშნულება არ გააჩნიათ, მთავარ გმირს ზაზას, მობეზრებული აქვს ერთი და იმავე, უმნიშვნელო თემებზე სტატიების წერა, ხალხი რუტინულ, მოსაბეზრებლ ცხოვრებას ეწევა. ეს კი იმის ფონზე ხდება, რომ მთელ ქალაქში კრიმინალი მძვინვარებს, ადამიანებს ხოცავენ, ახალგაზრდები ნარკოტიკების მიღებით ერთობიან და ა.შ. 90-იან წლებში საქართველოს გარდატეხის პერიოდი ჰქონდა, ის საბჭოთა ქვეყნიდან დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანად იქცა. თუმცა ეს გარდასახვა უმტკივნეულო არ ყოფილა და მისი ნათელი მაგალითი მამუკას რელიგიური ფანატიზმია. საბჭოთა აათეიზმიდან თავის დაღწევის შემდეგ საზოგადოება მეორე უკიდურესობას მიეცა: რელიგიის ზედმეტი, გადაჭარბებული თაყვანისცემა, თანაც დამახინჯებული რელიგიისა. მამუკას ნამდვილად სჯეროდა, რომ თუკი ეკლესია ააგებდა გამოისყიდდა ესეთ ცოდვებსაც კი, როგორიცაა მკვლელობა. ის არაერთხელ იმეორებს პოტენციურ მსხვერპლზე: "ღმერთმა თვითნ გამომიგზავნა იმათი თავი". ეს კი ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანმა არ იცოდა არაფერი მართლმადიდებლობის ან ჭეშმარიტი რწმენი შესახებ. ამ პერიოდიდანვე დაიწყო დასავლეთს ქვეყნების გაიდიალება და მათსადმი სწრაფვა. ეს აკა მორჩლაძის ნაწარმოებშიც არაჩვეულებრივად აისახება სიმბოლოების საშალებით. ზაზას მუდმივი ფიქრი ნიცაზე, თუ რამდენად უკეთესია იქ ცხოვრება, ამის ნათელი მაგალითია. ნიცა შეგვიძლია განვაზოგადოთ, როგორც მთლიანად დასავლური სამყარო. გარდა ამისა, ნაწარმოებში რამდენჯერმეა ნახსენები ხიგარეტის ბრენდი - "მაგნა". მას თავად ავტორი უწოდებს "ეპოქის სიმბოლო-კომუნიზმის დასასრულის მაუწყებელს საქართველოში". სიმბოლურია ასევე ის, რომ ზაზა მთელი მოთხრობის განმავლობაში ცდილობს "მაგნას" ყიდვას, ანუ დასავლეთთან დაკავშირებას, მაგრამ არაფერი გამოსდის და ბოლოს აქვე კვდება ტრაგიკულად. "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებში" ასევე ვხვდებით ახალგაზრდების მცდელობას გაემიჯნონ წინა თაობას და წარსული უკან მოიტოვონ. ამაზე მიუთითებს ზაზას და პეტრუჩიოს ირონიული, აგდებული დამოკიდებულება პეტრუჩიოს ბაბუის და მისი "მიღწევების" მიმართ. აკა მორჩილაძე მულტიპერსპექტიული თხრობის დახმარებით არაჩვეულებრივად წარმოგვიდგენს 90-იანი წლების ნამდვილ სურათს: ეს იყო დრო, პერიოდი, როდესაც არსებობდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც იყო სახინკლეში უეცრად გამოჩენილი ქედმაღალი მამაკაცი, რომელმაც დაშინების მიზნით მოხუცი კაცი დაჭრა; დრო, როდესაც ახალგაზრდებში ნარკოდამოკიდებულება იყო გავრცელებული; დრო, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან დაახლოებას ცდილობდნენ, რათა ამ საშინელ ვითარებას ერთად გამკლავებოდნენ. გავიხსენოთ, როგორ შეიკრიბა უბნის რამდენიმე მამაკაცი ერთ-ერთის სახლში უშუქობის დროს, როგორც ერთად შეხვდნენ ელექტროენერგიის უეცარ და ამავდროულად მოსალოდნელ გამორთვას მეგობრები ქუჩაში დანთებული ცეცხლის გარშემო. ეს სურათები უსათუოდ მოგვაგონებს პეტრუჩიოს მიერ დაწერილ ერთგავ კვლევაში აღწერილ მოვლენებს. პეტრუჩიომ ამა კვლევას "უპატრონო ძაღლების პირადი ცხოვრება" უწოდა და მასში ერთი შეხედვით თბილისში მცხოვრებ ძაღლების ცხოვრებაა გადმოცემული. სინამდვილეში კი, ვფიქრობ, ხტატიის სხვა დატვირთვაც გააჩნდა. ძაღლების ცხოვრებაში აქ თბილისის მაცხოვრებლები იგულისხმებოდა, მარტოხელა ძაღლებშ კი ის ადამიანები, რომლებიც ახალ, მძიმე ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობდნენ. ასეთი ადამიანი, ჩემი აზრით, ზაზა იყო. მას მუდამ ემჩნეოდა, რომ საზოგადოებისგან განსხვავდებოდა. მისი სიყვარულიც კი უცნაური და არაორდინალური გახლდათ. ზაზას მხატვრულ სახეს კიდევ უფრო კარგად აღვიქვამთ როდესაც მისი ფიქრების გარდა სხვა ადამიანების მიერ მისადმი დამოკიდებულებას ვიგებთ, როდესაც ავტორი მთავარი გმირის მეგობრების თავლთახედვიდან ყვება ამბებს. ზაზას მეგობრების მონაყოლი, რომელიც მთავარ სიუჟეტის ხაზთან თითქოს არაფერ შაშია, და მათი ზოგადი ტიპაჟები აკა მორჩილაძის კიდევ ერთი ორიგინალური და საინტერესო გზაა ეპოქის საზგადო სურათის დასახატად. განსაკუთრებული მხატვრული ღირებულების მატარებელია მამუკას ფიქრების ეპიზოდები. ავტორი ჟარგონების და სპეციფიური თხრობის მანერის, სასვენი ნიშნების სიუხვის, საშუალებით მკითხველს პერსონაჟის ნათელ სახეს უქმნის და მას დამაჯერებლობასაც მატებს. საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ, რომ აკა მორჩლაძე არაჩვეულებრივად ახერხებს 90-იანი წლების ახალგაზრდობის და ზოგადად მოსახლეობის პრობლებემის, მდგომარეობის აღწერას. ტრაგიკული დასასრული კი ნაწარმოებს მეტ შთამბეჭდაობას სძენს.

No comments:

Post a Comment